Sunday, July 12, 2015

მეცხრე დღე

წარვადგინე ან გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც შემიფასეს კოლეგებმა, დავხვეწე ჩემი პროექტი და სხვადასხვა დოკუმენტაცია.
დავხვეწე ჩემი ბლოგი
სასწავლო პროექტის გეგმის რუბლიკის საშუალებით გავაკეთე დადებითი და უარყოფითი  შეფასება
განვაახლე ინფორმაცია დისკზე და ბლოგზე
ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ ინტელის ძირითადი კურსით რომელიც  ძალიან საინტერესო იყო, რის შედეგადაც კარგი ცოდნა მივიღე

Saturday, July 11, 2015

მერვე დღე

დღეს გავეცანი ისტ ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში ასევე სასარგებლო ვიდეოგაკვეთილების პორტალს  იუტუბიდან  ვიდეოს ჩამოტვირთვას და ატვირთვას დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა და ჩემი პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე,  მოვემზადე ჩემი პროექტის პეზენტაციისათვის, რის შედეგადაც მეტი ცოდნა მივიღე

Sunday, July 5, 2015

მეშვიდე დღე

გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას, განმავითარებელ შეფასებას, განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე, ასევე განვიხილეთ დიფერენციული  სწავლა და ტექნოლოგიური ცხრილი, მივიღეთ ინსტრუქცია ინტერნეტ გაზეთის შექმნასთან დაკავშირებით, ვისწავლეთ კომენტარების ჩასმა ბლოგში, ვორდში ნამუშევარი დოკუმენტის კომენტარის გაკეთება, გაფერადება.

Saturday, July 4, 2015

მეექვსე დღე

ვიმუშავე ბროშურის, გაზეთის, პორტფოლიოს, პრეზენტაციის, რუბლიკის შექმნა დახვეწა დამუშავებაზე. ასევე ვისწავლე როგორ უნდა ჩავრთო ტეხნოლოგიები სასწავლო პროცესში,  სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილებები, შევასწორე, ვისწავლე როგორ უნდა ჩავაშენო  ბლოგზე პრეზენტაცია.  ეს ტრენინგი  ძალიან მომწონს